„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მხარდასაჭერად ახალი აქცია დააანონსა

აქციები გაიმართება ყოველდღე და მშვიდობიანი იქნება, განაცხადა ნიკა მელიამ
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხუთშაბათს მორიგ საპროტესტო აქციას აანონსებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ.
ამჯერად ოპოზიციის აქცია ვაჟა-ფშაველას ძეგლთან 14:00 საათზე გაიმართება.
„ჩვენ ამ რეჟიმს მშვიდობიანი, უწყვეტი თანმიმდევრული, დისციპლინირებული აქციებით გავტეხავთ“, - განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.
ოპოზიციამ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობით ორშაბათს საპროტესტო ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა. „ნაცმოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.