მრგვალი მაგიდა: საქართველოს სახელმწიფო ენა – შენარჩუნება, განვითარება, დაცვა

მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს სახელმწიფო ენა – შენარჩუნება, განვითარება და დაცვა" „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 11 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
Sputnik
ქართულ მეტყველებაში ხშირად სიტყვებისა და გამოთქმების ინგლისური ან სხვა უცხო ენის სიტყვებით ჩანაცვლება ხდება. ბევრ უცხოურ სახელმწიფოში ეროვნულ ენაში უცხო სიტყვების დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს.
როგორ ებრძვიან სახელმწიფო ენაში ბარბარიზმების დამკვიდრებას; როგორია მოსახლეობის ინტერესი ქართულ ენაზე ლიტერატურისადმი; რა სამუშაო მიმდინარეობს, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა სახელმწიფო ენა აითვისონ; როგორ ინარჩუნებენ ქართველი ემიგრანტების ბავშვები მშობლიურ ენას? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
პოეტი, პუბლიცისტი ნინო ქუთათელაძე;
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ არაბული.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com