„გეოგრაფიული კარნახი" თბილისში: როგორ შეიძლება მონაწილეობის მიღება

პროექტის მიზანია გეოგრაფიული ცოდნის ამაღლება და მოსახლეობის ინტერესის გაზრდა გეოგრაფიისადმი.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მცხოვრებლებს საერთაშორისო საგანმანათლებლო აქცია „გეოგრაფიულ კარნახში" მონაწილეობით შეუძლიათ თავიანთი ცოდნა გამოსცადონ გეოგრაფიაში, ღონისძიება თბილისში 14 ნოემბერს გაიმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსკი კლუბში" (Русский клуб).
„გეოგრაფიული კარნახი" მასშტაბური საგანმანათლებლო აქციაა, რომლის ინიციატორია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მას წელს უკვე მეშვიდედ ატარებს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება, რომელიც 1845 წელს დაარსდა. პროექტის მიზანია გეოგრაფიული ცოდნის ამაღლება და მოსახლეობის ინტერესის გაზრდა გეოგრაფიისადმი.
„მონაწილეობის მიღების ყველა მსურველს ველოდებით 11:45 საათზე თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ციტადინთან". აქცია 12 საათზე დაიწყება", – აღნიშნეს „რუსკი კლუბში".
კარნახი სამ ფორმატში ჩატარდება – დასწრებით, დისტანციურად და ონლაინ, პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შედეგების გამოქვეყნება 2021 წლის 6 დეკემბერს დაიწყება.
„გეოგრაფიული კარნახი“ 2015 წლიდან ყოველ წელს ტარდება. მონაწილეები ანონიმურად პასუხობენ კითხვებს რუსეთის გეოგრაფიის შესახებ.