ყვითელი ამბები

„ცხვირიც გავიხვრიტე“ – ევა ბარბაქაძის ახალი ტატუ

ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა.
Sputnik
მსახიობისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის გოგონამ ტატუს გაკეთება გადაწყვიტა. ევამ პროცესის ამსახველი ფოტო, სადაც ტატუმასტერი მას მკლავს უხატავს, „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. „ცხვირიც გავიხვრიტე“, – აღნიშნავს ვიდეოში პოპულარული გოგონა.
ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.
მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი ცოტა ხნის წინ შექმნა, მაგრამ მას უკვე 113 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს. დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა.