COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 10 ნოემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 700.568 ადამიანი; ჩატარებულია 2.018.336 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.976 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.751-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 766.818-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 700.568 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.647), გარდაიცვალა – 10.662 (ბოლო 24 საათში – 78). კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.806 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.276 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 57.046 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35.082, PCR–ტესტით – 21.964.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,08%, ბოლო 14 დღის – 9,95%, ბოლო 7 დღის – 10,41%.
სულ ჩატარებულია 2.018.336 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.976 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.