თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ახალი წლისთვის მზადება დაიწყო – ქალაქის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები გაჩნდა.
როგორც „Sputnik–საქართველოს“ მერიაში აცნობეს, საახალწლო განათებები უკვე დაამონტაჟეს დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე.
ტრადიციულად, მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების ანთება საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ხდება.
მერიაში ჯერ არ განუმარტავთ, თუ რამდენი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს დედაქალაქის საახალწლო მორთვა.