ყვითელი ამბები

„შინდლერის სიაში“ უნდა მეთამაშა, თუმცა...“ – რატომ დაიწუნა სტივენ სპილბერგმა ია ფარულავა

Sputnik
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა რამდენიმე დღის წინ გადაცემა „შაბათის საღამოს“ სტუმრობდა. მან 90-იანი წლები გაიხსენა, კერძოდ, თუ რატომ დაიწუნეს ერთ-ერთი ცნობილი ფილმის „შინდლერის სიის“ კასტინგზე.

„ზუსტად იმის გამო დამიწუნეს, რომ ძალიან ლამაზი ვარ – ძალიან ლამაზია ეს გოგო, რომ ჰელენ ჰირშის როლი ითამაშოსო. სამწუხაროდ, ამ უნიკალურ საკულტო ფილმში ვერ მოვხვდი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ვიყავი... ჰოლივუდში ხან იმიტომ დამიწუნეს, ძალიან ლამაზი არისო, ხან ძალიან მუქი თმა აქვსო, ძალიან ეთნიკურიაო და დავრჩი „რუსთავი 2“-ში“, – ამბობს მსახიობი.

მისი თქმით, ჰელენ ჰირში არის ძალიან გამხდარი, ის არის ტყვე ქალი. თავადაც კი ძალიან გამხდარი იყო, თუმცა ხელი სილამაზემ შეუშალა.
„სარკეში რომ ვიყურები, მეშინია“ – რა დაემართა ია ფარულავას? – სკანდალური ვიდეო

„თავად სპილბერგმა ასეთი განაჩენი გამომიტანა“, – ამბობს ია ფარულავა.

„შინდლერის სია“ (ინგლ. Schindler's List) — 1993 წელს გადაღებული ეპიკური ამერიკული დრამაა, რომლის რეჟისორია სტივენ სპილბერგი, ხოლო სცენარის ავტორი სტივენ ზეილიანი. ფილმი ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის თომას კენილის რომანს სახელად „შინდლერის კიდობანი“.
ფილმში ასახულია გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის ცხოვრება, რომელმაც მოახერხა და ათასზე მეტ ებრაელ ტყვეს, რომელთა უმეტესობას პოლონეთში დასახლებული ებრაელები შეადგენდნენ, შეუნარჩუნა სიცოცხლე და იხსნა ჰოლოკოსტისგან იმით, რომ ისინი დაასაქმა საკუთარ საწარმოში. ფილმში შინდლერის როლი მსახიობმა ლიამ ნისონმა ითამაშა.