ლავროვი: რუსეთი მზადაა ნატოს ნებისმიერი პროვოკაციისთვის

Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი მზად არის ნატოს მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ნატოელებთან მრავალწლიან ურთიერთობებში ჩვენ მიჩვეულები ვართ, ვემზადოთ ნებისმიერი პროვოკაციებისთვის. ეს მზადყოფნა, გარწმუნებთ, უზრუნველყოფილია“, — აღნიშნა რუსმა მინისტრმა.

ლავროვის აზრით, ნატოს სამხედრო სწავლებები შავ ზღვაში ემსახურება აშშ-ის და მისი მოკავშირეების სწრაფვას, გააძლიეროს რუსეთის შეკავების პოლიტიკა. მისი თქმით, აღნიშნული მანევრების ჩატარებით ირღვევა რუსეთი–ნატოს ფუნდამენტური აქტის ძირითადი ნაწილი, ვინაიდან ნატო ვალდებულებას იღებდა, „არ გადაეადგილებინა თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთის მიმართულებით, ახალი წევრების ტერიტორიაზე“.
ლავროვი: ნატო ცდილობდა ცხოვრება ესწავლებინა რუსეთისთვის
„ახლა კი საუბარია აშშ-ის დაინტერესებაზე, შექმნას სამხედრო-საზღვაო ბაზები რუმინეთსა და ბულგარეთში“, — აღნიშნა მინისტრმა.
მანამდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტმა Twitter-ზე თავისი ხომალდების — ფლაგმან Mount Whitney-სა და გამანადგურებელ Porter-ის ფოტოები გამოაქვეყნა შავი და ხმელთაშუა ზღვებიდან, სადაც აშშ-ის და ნატოს ძალებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს.