ყვითელი ამბები

ჯეფ ბეზოსის საცოლის აშკარა ფლირტი ლეონარდო დიკაპრიოსთან სოცქსელებში აიტაცეს – ვიდეო

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი საცოლეს აცნობს მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს.
Sputnik
ვიდეო გადაღებულია ლეონარდო დიკაპრიოსა და მოდის სახლი „გუჩის“ მიერ ორგანიზებულ გალა-საღამოზე.
სოციალური ქსელის მომხმარებლებს არ გამორჩენიათ ჯეფ ბეზოსის საცოლის ლორენ სანჩესის აღფრთოვანებული მზერა ლეონარდოს მისამართით, რამაც სხავდასხვა სახუმარო პოსტს ჩაუყარა საფუძველი.
57 წლის ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ერთმანეთს 2019 წლის შემდეგ ხვდებიან საჯაროდ, მას შემდეგ, რაც „ამაზონის“ მფლობელი 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს გაშორდა.
„იპოვე ვინმე, ვინც ისე გიყურებს, როგორც ჯეფ ბეზოსის შეყვარებული ლეონარდო დიკაპრიოს“, „როცა პირდაპირი მნიშვნელობით მიიღე მილიარდები, მაგრამ არა ლეონარდო დიკაპრიო“, „ეს არ არის ფულზე, ალფაზე ან ბეტაზე. ეს მხოლოდ ქალის მუდმივ უკმაყოფილებაზეა. მათ ეგოს სურს ყველაფერი, რაც არ აქვს და ეზიზღება ყველაფერი, რაც აქვს. მიეცით მას დიკაპრიო. მას სურს შეაცდინოს ბრედ პიტიც“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.