ყვითელი ამბები

ცნობილ სერიალში Emily in Paris მთავარ გმირს ანუკი არეშიძის კაბა აცვია – ვიდეო

ცოტა ხნის წინ „ნეტფლიქსის“ პოპულარული სერიალის Emily in Paris მეორე სეზონის თიზერი გავრცელდა.
Sputnik
სერიალის მთავარი გმირი ემილი, რომელიც მოდის დიდი გულშემატკივარია და მუდამ გემოვნებით აცვია, თიზერში სხვადასხვა კაბით პოზირებს.
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კაბა ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის მიერ არის შექმნილი. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სერიალის ეს ეპიზოდი ანუკიმ თავადაც გაიზიარა და ვიდეო გავრცელდა ასევე სამოდელო სახლი Anouki-ს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეც.