COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 9 ნოემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 696.921 ადამიანი; ჩატარებულია 2.010.783 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.254 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6.021-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 761.067-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 696.921 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.792), გარდაიცვალა – 10.584 (ბოლო 24 საათში – 75). კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.808 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.300 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 52.033 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38.545, PCR–ტესტით – 13.488.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,57%, ბოლო 14 დღის – 9,78%, ბოლო 7 დღის – 10,46%.
სულ ჩატარებულია 2.010.783 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.254 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.