ბრიფინგი: რა ხდება საქართველოში და როგორ ავიცილოთ თავიდან მორიგი პოლიტიკური კრიზისი

ბრიფინგი თემაზე „რა ხდება საქართველოში და როგორ ავიცილოთ თავიდან მორიგი პოლიტიკური კრიზისი“ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 10 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
Sputnik
საქართველოში ვითარება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო.
შეძლებენ თუ არა მოლაპარაკებას ხელისუფლება და ოპოზიცია, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში მორიგი პოლიტიკური კრიზისი, როგორ იმოქმედებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სააკაშვილის ფაქტორი? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე პასუხს გასცემს:
- პოლიტოლოგი, სომხეთში საქართველოს პირველი ელჩი გიგლა ბარამიძე.
ბრიფინგი „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
- E-mail: media@sputnik-georgia.com;
- ტელ: +995555908977.
-„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com