მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე გოგონას დედა რამდენიმე დღის წინ გახდა. მოდელმა საზოგადოებას ეს სასიხარულო ამბავი „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდით ამცნო და გოგონას სახელიც გაამხილა. წყვილმა პირველ საერთო შვილს ვიქტორია დაარქვა. ირკვევა, რომ ალექსანდრამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. წყვილი, სავარაუდოდ, შვილის შეძენის შემდეგ პირველად გავიდა ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე.
ალექსანდრამ რამდენიმე კვირაა, რაც გაამხილა, რომ უკვე ორი წელია ბიზნესმენ დავით კოდუასთანაა ურთიერთობაში და მალე დაქორწინებასაც აპირებენ. დღემდე ამ თემაზე საჯარო განხილვა არ წყდება, რადგან კოდუა ოფიციალურ ქორწინებაშია ნათია გედევანიშვილთან, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავს.
დავით კოდუა ცნობილი ბიზნესმენი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას ძმაა, რომელიც, თავის მხრივ, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარია.