ექიმების ჯგუფი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს — ვიდეო

ათამდე ექიმმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართა და პრემიერ-მინისტრს წერილი გადასცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ნახეთ ვიდეოში, როგორ წარიმართა აქცია.
Sputnik
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 საპყრობილედან ორშაბათს, საღამოს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებას, რომელმაც 40 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმზე გადაწყდა საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, რასაც ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება“, — განუცხადა ჟურნალისტებს პეტიციაზე ერთ-ერთმა ხელმომწერმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რატომ მოათავსეს სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში. მისი თქმით, ეს გაკეთდა სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნით და 40-დღიანი შიმშილობის ფონზე მისი მდგომარეობის გათვალისწინებით.
თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ სააკაშვილი „გაიტაცეს“ და უკანონოდ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ. როგორც „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, პარტია განაგრძობს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.