მასშტაბური პროტესტი გლაზგოში, სადაც ამ დროისათვის გაეროს ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენცია (COP26) იმართება, შაბათს დაიწყო.
შოტლანდიური ეკომოძრაობა Extinction Rebellion-ის შეფასებით, მსვლელობაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ქალაქში გადაკეტილი იყო გზები და მოქმედებდა შეზღუდვები უსაფრთხოების დასაცავად.