ყვითელი ამბები

„გილოცავ, მიშა“ – სოფო ნიჟარაძე ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი პროფესიის წყალობით გახდნენ ცნობილები. ასეთი ბევრია. არსებობენ ისეთებიც, ოღონდ ბედნიერი გამონაკლისის სახით, ვინც თავად აქცია საკუთარი პროფესია პოპულარულად. სწორედ ასეთი პროფესიონალია სტილისტი მიშა გასიტაშვილი. მისი კლიენტების უმრავლესობისთვის ის დიდი ხანია მარტო „პარიკმახერი“ ნამდვილად აღარაა, მიშა, პირველ რიგში, მათი მეგობარია.
„ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მიულოცა დაბადების დღე საყვარელ სტილისტს და მეგობარს მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში. სოფომ წელიწად-ნახევარი გაატარა ამერიკაში, სადაც ჩუმად გააჩინა გოგონა ელის-მარია.
ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება საზოგადოებას უმტკიცებს, რომ სოფოს შვილი გვარად სააკაშვილია და ამბობენ, რომ ის ექს-პრეზიდენტის და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შვილია, თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ როგორც სააკაშვილის, ისე სოფოს ახლობლები.
სოფომ საკუთარ ფეხმძიმობაზეც კი არ ისაუბრა, ისე წავიდა ამერიკაში და ამ დრომდე არ აჩენს ბავშვის სახეს.