მძღოლების საყურადღებოდ! რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 9 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.