ყვითელი ამბები

ეკო ფანგანი ჩუმად გათხოვდა? – ტელეწამყვანის აღიარება

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა.
Sputnik
ცნობილმა ტელეწამყვანმა ეკო ფანგანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. სოციალური ქსელის მომხმარებლები დაინტერესდნენ, როდის თხოვდება.
ეკომ რამდენიმე დღის წინ ამავე კითხვაზე პასუხად „მალე“ დაწერა, რამდენიმე საათის წინ კი „გავთხოვდი უკვეო“. უცნობია ხუმრობს თუ არა ეკო, რადგან მას სოციალურ ქსელებში ამ თემაზე არც ვიდეო და არც ფოტო არ გაუვრცელებია.
ცოტა ხნის წინ ეკომ აღიარა, რომ შეყვარებულია და მისი რჩეული იურა რუბენიაა. ეკო ურთიერთობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა მეგობარ ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ხანდახან მათ ასაკობრივ სხვაობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ეკომ ერთხელ იხუმრა, რომ მისი შეყვარებული ასაკით კი არის პატარა, თუმცა სიმაღლით მასზე დიდია. ეკო ფანგანი ამჟამად 41 წლისაა, თავად ასაკზე იშვიათად საუბრობს, უცნობია რამდენი წლისაა მისი რჩეული.