COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 8 ნოემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 693.129 ადამიანი; ჩატარებულია 2.005.229 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.204 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.191-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 755.046-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 693.129 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.348), გარდაიცვალა – 10.509 (ბოლო 24 საათში – 74). კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.916 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.302 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 21.477 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13.204, PCR–ტესტით – 8.273.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,2%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო 7 დღის – 10,41%.
სულ ჩატარებულია 2.005.229 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.204 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.