საოცარი ვიდეო – სავაჭრო ცენტრში კიბიდან ჩამოვარდნილი ბავშვი ბიჭმა გადაარჩინა

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, როგორც გადაარჩინა ბიჭმა ზედა სართულიდან ჩამოვარდნილი ბავშვი.
Sputnik
ვიდეოში ჩანს, რომ ბიჭი სავაჭრო ცენტრში კიბეებთან ახლოს ერთი მიმართულებით მიდის, რა დროსაც ზემოთ რაღაცას შენიშნავს, უცებ კი ზემოდან ბავშვი ვარდება.
ბიჭი არ დაიბნა, სწრაფად იმ ადგილზე დახვდა, სადაც ბავშვი ვარდებოდა და ის შესაძლო დაღუპვისგან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზული ტრავმებისგან გადაარჩინა.