COVID-19 - ბოლო ცნობები

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები აღარ არის

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვებს შორის ინფიცირების შემთხვევები.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები აღარ არის, იუწყება ტელეკომპანია Imedi საავადმყოფოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, გაზრდილია მიმართვიანობაც. მიუხედავად იმისა, რომ რეანიმაციაში ადგილები არ არის, კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მხოლოდ ერთი პაციენტია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 8 ნოემბერი
„მომართვიანობამ აშკარად იმატა. ამჟამად მხოლოდ 7 ადგილია თავისუფალი, რომელიც შეიძლება სულ რამდენიმე საათში შეივსოს, თუმცა რეანიმაციაში უკვე არც ერთი ადგილი აღარ არის", – განაცხადა ჩხაიძემ.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2.191-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 755.046-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 74 პაციენტი.
როგორც გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე ქვეყანაში ეპიდვითარების დარეგულირების მიზნით რიგ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.