ქართველმა მოკრივეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

მსოფლიოს ბოლო 10 ჩემპიონატზე (2001 წლიდან) საქართველოს ნაკრების მოკრივეებმა მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოკრივეებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ბრინჯაოს მედალოსნები სახილ ალახვერდოვი (-48 კგ) და ლაშა გურული (-67 კგ) გახდნენ. თითოეული მათგანი 25.000 აშშ დოლარს საპრიზო თანხას მიიღებს.
ქართველი მოკრივეები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებენ
ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შვიდი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 მსოფლიო ჩემპიონატზე (2001 წლიდან) საქართველოს ნაკრების მოკრივეებმა მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 2009 წელს პრიზიორი კობა ფხაკაძე (-60 კგ) გახდა, 2017 წელს კი კვარცხლბეკზე ოთარ ერანოსიანი (-60 კგ) ავიდა.