ყვითელი ამბები

„საყვარელი პროცესი“ - ნეკა დოროყაშვილი შოპინგზე - ფოტოები

Sputnik
ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი დუბაიში შოპინგობს. „საყვარელი პროცესი“ - დაწერა ნეკამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებსა, თუ ვიდეოებზე, სადაც ჩანს, რომ მოდელი „ლუი ვიტონის“ მაღაზიაშიც იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ ჩანთა შეიძინა. მისი ფასი დაახლოებით ორი ათასამდე დოლარია.
ნეკა დუბაიში სავარაუდოდ საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფება, რომლის კამპანიაშიც ცოტა ხნის წინ მალდივებზე ჯადოსნურად აღნიშნა საკუთარი დაბადების დღე. წყვილი შემდეგ დუბაიში იმყოფებოდა დასასვენებლად ერთად. ნეკა დუბაიში ზამთარშიც იყო შვილთან ერთად. როგორც ჩანს, დუბაიში მის მეორე ნახევარს საქმიანი ინტერესები აქვს, ამიტომ ხშირად იმყოფება წყვილი იქ.
მოდელის და ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ცნობილი სკანდალის შემდეგ მუდმივად ყურადღების ცენტრშია.