COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი საქართველოში: ბოლო მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 688.781 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.627), გარდაიცვალა – 10.435 (ბოლო 24 საათში – 67).
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.104-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 752.855-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 688.781 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.627), გარდაიცვალა – 10.435 (ბოლო 24 საათში – 67). კარანტინის რეჟიმშია 48, კოვიდ–სასტუმროებში 1.314 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 53.544 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33.490, PCR–ტესტით – 20.054.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,06%, ბოლო 14 დღის – 9,58%, ბოლო 7 დღის – 10,45%.
სულ ჩატარებულია 2.003.963 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.453 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.