მსოფლიო დღეს

ერაყის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მოხდა: არიან დაშავებულები

მოგვიანებით პოლიტიკოსმა თავის Twitter-აკაუნტში დაწერა, რომ უვნებლად არის.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქადიმის რეზიდენციაზე ღამით თავდასხმა მოხდა, დაცვის სამსახურის ათი თანამშრომელი დაიჭრა, იუწყება Al-Hadath.
თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მოხდა. მოგვიანებით პოლიტიკოსმა თავის Twitter-აკაუნტში დაწერა, რომ უვნებლად არის.
როგორც Al Arabiya იტყობინება, რაიონში, სადაც მდებარეობს აშშ-ის საელჩო და სხვა დიპმისიები, შეტევის დროს ადგილი ჰქონდა „ინტენსიურ სროლას“. საფრენი აპარატი ლიკვიდირებულია.