ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივებმა მონასტრის ეზოში შესვლა სცადეს, რათა, როგორც თავად აცხადებდნენ, წირვას დასწრებოდნენ. მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც მოჰყვა კიდეც დაპირისპირება.
სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა შორის იყო მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ორი სასულიერო პირიც — მამა მარკოზი და მორჩილი შალვა.
ჭყონდიდის ეპარქიაში 2021 წლისთებერვალში დაიწყო მას შემდეგ, რაც ეპარქიას ჩამოშორებული მეუფე პეტრეს ადგილზე ახალი მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაინიშნა. მღვდელმსახურებისა და მრევლის ნაწილმა ეპარქიის ახალი მეთაურის აღიარებაზე უარი განაცხადა. მეუფე სტეფანემ ეკლესიიდან რამდენიმე ბერი და მღვდელი განკვეთა.
საქართველოს საპატრიარქომ ბერებს ჭყონდიდის ეპარქიაში კატეგრიული მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მათ დაეტოვებინათ მონასტერი. ბოლო ვადა 4 ნოემბერი იყო.
ბერები აცხადებენ, რომ ისინი ეკლესიიდან უკანონოდ განკვეთეს.