მალე რუსთაველზე ოპოზიციის მომხრეებმა და ჟურნალისტებმა დაიწყეს შეკრება
პოლიციის ქვედანაყოფები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დემონსტრაციულად ემზადებოდნენ დარბევისთვის
პროსპექტის დატოვების მსურველებს ამის დრო ჰქონდათ, თუმცა ხალხი დაშლას არ აპირებდა
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მრავალათასიანი მიტინგის დასარბევად ხელკეტები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და აკუსტიკური სპეცტექნიკა გამოიყენა
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ საპოლიციო ძალებისთვის, მაგრამ მალე პროტესტის პირველი ტალღა წაილეკა
გაერთიანებული ოპოზიცია ასეთ დარბევას არ ელოდა. თუმცა ძალის გამოყენებამ უკუეფექტი გამოიწვია — აღშფოთებულმა ხალხმა კვლავ დაიწყო შეკრება
რუსთაველის პროსპექტი ბრძოლის ველს დაემსგავსა — ხალხი წინააღმდეგობას არ წყვეტდა
იმ დღეს ხალხმა პირველად იხილა სპეცდანიშნულების რაზმების ახალი ეკიპირება — ახალი აირწინაღები და ფარები
სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია გაასუფთავა აქციის მონაწილეებისგან, თუმცა დარბევა სხვა ადგილებში გაგრძელდა
ახლებურად აღჭურვილმა სპეცრაზმმა იმ დღეს რეზინის ტყვიებიც ესროლა ხალხს
რუსთაველის პროსპექტი ცრემლსადენი გაზის კვამლში იყო ჩაფლული
გამზირი სპეცრაზმისა და პოლიციის ძალებით იყო გადავსებული
ისინი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საპოლიციო პიკაპებით მოძრაობდნენ და ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს ისროდნენ
იმ დღეს ქუჩაში უამრავი ხალხი გავიდა — არა მარტო ოპოზიციის მხარდამჭერები, არამედ ისინიც, ვინც ხელისუფლების ძალადობამ აღაშფოთა
7 ნოემბერს ხალხის დარბევა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა - თბილისი ბრძოლის ველს ჰგავდა
პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა წინააღმდეგობის გაწევისთვის
ოპოზიცია ბრძოლას არ წყვეტდა — ცდილობდა, მომხრეები ქალაქის სხვადასხვა ადგილებში შეეკრიბა
პოლიციის სპეცოპერაცია რიყეზეც გაგრძელდა
ხელისუფლებამ სრულად აჩვენა პოლიციის ქვედანაყოფების ძალა, რომელიც იმ მომენტისთვის ჰქონდა
ხალხს დღემდე არ დავიწყებია თოთხმეტი წლის წინანდელი დარბევა
2021 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ, კვლავ შეიკრიბნენ ადამიანები, რათა ის უმძიმესი დღე გაეხსენებინათ