საქართველოს მთავრობა წარმატებით ყიდის სახელმწიფო ქონებას

პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხა სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის გადანაწილდება
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. 2021 წლის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობამ ელექტრონულ აუქციონებზე 198,4 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ობიექტები გაყიდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების წახალისებისა და სახელმწიფო რესურსების პროდუქტიული გამოყენების მიზნით, ხელისუფლებამ გააფართოვა პროგრამა „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესისთვის“ და მეწარმეებს ჯამში 400 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ობიექტები შესთავაზა.
საქართველოს მთავრობა აუქციონზე კიდევ 150-მდე სახელმწიფო ობიექტს გაიტანს
2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფომ საპრივატიზებო აუქციონზე 486,7 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გამოიტანა. აუქციონის შედეგად ინტერესი გამოვლინდა 198,4 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელიც აუქციონზე 281,7 მლნ ლარად გაიყიდა.
პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხა სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის გადანაწილდება.
საქართველოში ინვესტიციები მცირდება – ახალი მონაცემები
პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესისთვის“ ქვეყანაში 2019 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. იგი ითვალისწინებს ასი პარალელური აუქციონის ერთდროულ ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული წესით პრივატიზაციას.