თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში პარასკევს პოლიციელი მოკლეს, ეჭვმიტანილია მისივე კოლეგა.
ტელეარხ Rustavi2-ის მონაცემებით, მკვლელობა უშუალოდ პოლიციის განყოფილებაში მოხდა. ტელეარხი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ როგორც მოკლული, ისე ეჭვმიტანილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და 12-ჯერ გაისროლეს.
„პირველი არხის“ მონაცემებით, ეჭვმიტანილი ფოთის პოლიციას ჩაბარდა.
გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.