COVID-19 - ბოლო ცნობები

გარდაიცვალა 68 ადამიანი: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 684.154 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.235), გარდაიცვალა – 10.368 (ბოლო 24 საათში – 68). კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.707 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.313 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.240-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 748.751-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 684.154 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.235), გარდაიცვალა – 10.368 (ბოლო 24 საათში – 68). კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.707 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.313 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 53.544 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33.490, PCR–ტესტით – 20.054.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 9,55%, ბოლო 7 დღის – 10,25%.
სულ ჩატარებულია 2.000.388 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.942 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.