ყვითელი ამბები

ტომ ჰენკსმა ჯეფ ბეზოსს კოსმოსში გაფრენაზე უარი უთხრა – მსახიობი მიზეზს განმარტავს

Sputnik
ცნობილმა მსახიობმა ტომ ჰენკსმა მილიარდერ ჯეფ ბეზოსს კოსმოსში გაფრენაზე უარი უთხრა. ამის შესახებ მსახიობმა თავად განაცხადა.

„მან კოსმოსში გაფრენა შემომთავაზა იმ პირობით, რომ 28 მილიონს გადავიხდიდი. მართალია, ამის საშუალება მაქვს, მაგრამ ამდენის გადახდას არ ვაპირებ“, – განაცხადა ჰენკსმა.

ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება „კოსმოსური ტურიზმი“. მაგალითად, 13 ოქტომბერს ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტით კოსმოსში გაფრინდა ცნობილი მსახიობი, 90 წლის უილიამ შეტნერი. როგორც ჩანს, მას მალე ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი შეუერთდება.