ყვითელი ამბები

„აკა დარჩა“ – თამო ვაშალომიძე პარიზიდან მარტო დაბრუნდა

თამო ვაშალომიძემ საქმროსთან ერთად ნიდერლანდში და საფრანგეთში იმოგზაურა.
Sputnik
მოდელმა თამო ვაშალომიძემ ცოტა ხნის წინ საქმროსთან, ბიზნესმენ აკა სამხარაძესთან ერთად ერთკვირიანი მოგზაურობა მოიწყო. როგორც მოდელი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ წერს, ის საფრანგეთიდან აკას გარეშე დაბრუნდა, რადგან აკას იქ საქმეები აქვს.
თამო ვაშალომიძე ბიზნესმენზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. წყვილს საერთო ვაჟი - მაქსიმე ჰყავს. ისინი ერთად ცხოვრობენ და ორ ბავშვს ზრდიან. სოფია თამო ვაშალომიძის უფროსი გოგონაა, რომლის მამის ვინაობას მოდელი არ ამხელს.
მიუხედავად იმისა, რომ აკა სამხარაძეს თამომ ქვეყნად ვაჟი მოუვლინა, მამაკაცს მისთვის ხელი დღემდე არ უთხოვია. ამიტომ „ფოლოვერის“ კითხვაზე, თუ როდის აპირებს წყვილი დაქორწინებას, ვაშალომიძე მორიდების გარეშე აღნიშნავს, რომ ჯერ ნიშნობის ბეჭედს ელოდება.
აკა სამხარაძესთან დაახლოების შემდეგ სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ვაშალომიძე მშობიარობის შემდეგაც შეუდარებლად გამოიყურება.