ცოტა ხნის წინ მოდელმა ქეთი ჟღენტმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დაწერა, რომ იმიტომ არ აიცრა აქამდე, რომ კორონავირუსი უკვე ორჯერ გადაიტანა. „ეს ამბავი გამოგაპარეთ. დავრეგისტრირდი ასაცრელად და წინა დღეს დამიდასტურდა კოვიდი“, – წერს მოდელი და ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ აიცრება.
ქეთი ჟღენტი ორსულობის მეშვიდე თვეშია და პატარას იანვარში ელოდება. მილიონერ თოშა ქებურიასთან მოდელს უკვე ჰყავს ორი შვილი - კატერინა და ბუბა. აღმოჩნდა, რომ მოდელი ამჯერად ქალიშვილს ელოდება.
ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია საქართველოში ცნობილი წყვილია. მათ 2017 წელს ნიშნობის შემდეგ ქორწილი ორჯერ გადაიხადეს. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. დღემდე ლაპარაკობენ მათ საქორწინო ტორტზე – ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს, და ტორტის დამზადებაზე 12 დიზაინერი მუშაობდა.
ქეთის სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ თოშას მეუღლე ძალიან უყვარს და საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. თავიანთი ოჯახური იდილიის სურათებს თოშა და ქეთი ხშირად უზიარებენ საზოგადოებას.