14 გასროლა: სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა

თვითმხილველების თქმით, მოკლული და დანაშაულში ეჭვმიტანილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში პოლიციელი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია გარდაცვლილის კოლეგა. შემთხვევა პოლიციის გამყოფილებაში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი და მკვლელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ – შემთხვევის ადგილზე 14 გასროლა მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
შსს–ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.