მოძღვრები საეკლესიო საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. „მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი დაკავებული და გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, – წერია სალხინო-წაჩხურის მრევლის Factbook-გვერდზე.
ეკლესიიდან განკვეთილი ბერები მონასტრის ტერიტორიაზე სექტემბრის ბოლოდან იმყოფებოდნენ. ისინი მონასტერში არ უშვებდნენ ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს შუამავლებს და ამტკიცებდნენ, რომ ისინი ეკლესიიდან უკანონოდ განკვეთეს, მიტროპოლიტმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.