პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ მეტად ამწვავებს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ციხეში, რომელიც თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს. გარდა ამისა, დღის წესრიგში დაბრუნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, ხოლო სააკაშვილი ციხეში დარჩება. ამის პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და თავად სააკაშვილმა უკვე დააანონსეს „პოსტარჩევნების რევოლუცია“. ხელისუფლებამ ყველა გააფრთხილა, რომ ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ მოწოდებები კანონით ისჯება.