ყვითელი ამბები

ბიონსე „ინსტაგრამზე“ არავის მიმდევარი აღარ არის, მათ შორის ქმრისაც

მომღერალს 217 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.
Sputnik
ცნობილმა მომღერალმა ბიონსემ საფუძვლიანად გაასუფთავა „ინსტაგრამი“ და გააუქმა საკუთარი ხელმოწერა ყველასთან, მათ შორის ის აღარ არის საკუთარი ქმრის ჯეი-ზის ხელმომწერიც. ამის შესახებ Yahoo წერს.
მომღერალი თავად მის ხელმომწერებს არ შეხებია. ბიონსეს ამ დროისათვის 217 მილიონი ადამიანი იწერს და მის თითოეულ პოსტს ხუთ მილიონზე მეტი მოწონება უგროვდება.
მისმა ქმარმა ჯეი-ზიმ მხოლოდ სამი დღის წინ გახსნა „ინსტაგრამის“ ანგარიში და ძალიან მალე 1,9 მილიონი ხელმომწერი შეაგროვა. მაგრამ მან მაინც ვერ მოხსნა ინგლისელი წამყვანის და ზოოლოგის რიჩარდ ატენბოროს რეკორდი, რომელიც სულ რაღაც 4 საათში მილიონმა ადამიანმა გამოიწერა.