აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 02:56 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 56 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.