ყვითელი ამბები

ლეგენდარულმა ABBA-მ 40 წლის შემდეგ პირველი ალბომი გაავრცელა

Sputnik
რა ხანია მუსიკალური სამყარო ლეგენდარული შვედური ჯგუფი ABBA-ს ახალ ალბომს ელოდება და, აი, როგორც იქნა, 40 წლის შემდეგ კოლექტივი გაერთიანდა და ალბომი ABBA Voyage გაავრცელა.
ნამუშევარში 10 სიმღერა ერთიანდება.
ABBA შვედური პოპ-ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა სტოკჰოლმში 1972 წელს. მასში შედიოდნენ აგნეტა ფელტსკუგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი. ისინი იქცნენ ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად პოპ-მუსიკის ისტორიაში, რომელიც 1972-1982 წლებში ჩარტების სათავეებში ხვდებოდა.