თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველო ევროკავშირის QR–კოდების სისტემას რამდენიმე დღეში მიუერთდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
ევროკავშირმა უკვე აღიარა საქართველოს მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და თურქეთის კოვიდ-ბარათები.
„ამ საკითხზე მუშაობენ ჯანდაცვის სამინისტროს IT–სამსახური, საგარეო და იუსტიციის სამინისტროები. როგორც ვიცი, საქართველო ევროკავშირის QR-კოდების სისტემას დაახლოებით 10 დღეში უნდა მიუერთდეს", – განაცხადა გამყრელიძემ.
ქართული კოვიდ-ბარათით, რომელსაც იუსტიციის სახლები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის უკვე გასცემენ, გამგზავრება შესაძლებელია ევროპის ცალკეულ ქვეყანაში – უნგრეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, ესპანეთსა და პოლონეთში.