მექსიკაში მაიას ცივილიზაციის პერიოდის კანოე აღმოაჩინეს – ფოტო

მექსიკაში იუკატანის ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს მაიას ტომების კანოე, რომელიც ათას წელზე მეტისაა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურება უნიკალური აღმოჩენა.
Sputnik
კანოე ახალი ტურისტული სარკინიგზო ხაზის „მაიას მატარებლის“ მშენებლობის დროს იპოვეს.
მექსიკის ისტორიისა და ანთროპოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კანოეს სიგრძე 1,6 მეტრია, სიგანე – 80 სმ. კანოეს, სავარაუდოდ, იყენებდნენ წყლის ჭურჭლად. ასევე, შესაძლოა, მისი დანიშნულება იყო სარიტუალო ცერემონიების დროს მიღებული ძღვენის შენახვა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს არის პირველი სრულად შენახული ათასი წლის კანოე, რომელიც მაიას ტომების ცივილიზაციის ადგილზე აღმოაჩინეს.
1 / 6

მექსიკის სამხრეთში არქეოლოგებმა იპოვეს მაიას ტომების კანოე, რომელიც ათას წელზე მეტს ითვლის

2 / 6

კანოე აღმოაჩინეს მტკნარი წყლის აუზში მაიას დროინდელ ქალაქ ჩიჩენ-იცას ადგილზე

3 / 6

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კანოე გამოიყენებოდა წყლის ავზად ან რიტუალების ჩასატარებლად

4 / 6

იშვიათი აღმოჩენა ახალი ტურისტული რკინიგზის მშენებლობისას გამოჩნდა

5 / 6

კანოეს სიგრძე 1,6 მეტრია, სიგანე – 80 სმ

6 / 6

არქეოლოგებმა ასევე იპოვეს კერამიკა, სარიტუალო დანა და ხელის ფორმის ფრესკები კლდეზე