სოციალურ ქსელში განიხილავენ ფოტოს, სადაც პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი ბარში უცხო კაცის კომპანიაშია. ფოტოზე ჰერცოგინიას ჭიქა უჭირავს ხელში და იცინის. სურათი „ინსტაგრამზე“ მისმა ყოფილმა კოლეგამ სერიალ „ფორსმაჟორიდან“ რიკ ჰოფმანმა გამოაქვეყნა. „ძველი კარგი დღეები“, – დაწერა მან. როგორც ჩანს, ეს საარქივო ფოტოა.
სხვათა შორის, სერიალის მსახიობები გადაღების დასრულების შემდეგაც მეგობრულ ურთიერთობაში არიან. ზოგიერთი მსახიობი მეგანისა და ჰარის ქორწილსაც კი დაესწრო დიდ ბრიტანეთში 2018 წელს.
ჰარი - პრინც ჩარლზის და დიანა სპენსერის უმცროსი ვაჟია. ის 1984 წლის 15 სექტემბერს დაიბადა, როდესაც მისი მშობლების ქორწინება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჰარიმ მძიმედ გადაიტანა დედის სიკვდილი 1997 წელს. ძმის, უილიამის მსგავსად, რომელსაც სამეფო ტახტი გარანტირებული აქვს, ჰარისაც ძალიან აწუხებდა მთელი მსოფლიოს ყურადღება მისი ოჯახის ტრაგედიის მიმართ. ცოტა ხნის წინ მან აღიარა, რომ მხოლოდ ახლახან გაუმკლავდა თავის ემოციებს ფსიქოთერაპიის დახმარებით.
მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში 1981 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. ახლა ის 40 წლისაა და ქმარზე 3 წლით უფროსია. მსახიობი, მწერალი, საკუთარი ონლაინ-ჟურნალის The Tig-ის მთავარი რედაქტორი (ეს ჟურნალი დაიხურა), კარგი მზარეული და ადამიანია, რომელსაც ხელით დაწერილი ჩანაწერების სჯერა – ასე ახასიათებდა თავის თავს მეგან მარკლი 2015 წელს ჟურნალ Elle-ს სვეტში. იმ დროის ტელეარხ USA Network-ზე უკვე გადიოდა სერიალ Suits-ის მეხუთე სეზონი, რომელშიც მარკლი ამბიციურ იურისტს თამაშობს, რომელმაც თავისი კარიერა ნულიდან შექმნა. სწორედ ამ სერიალის წყალობით გახდა მსახიობი პოპულარული. მანამდე ის რამდენიმე ფილმში თამაშობდა. კოლეგები მას ახასიათებენ, როგორც ჭკვიან, მტკიცე და იმავდროულად ძალიან სასიამოვნო ადამიანს.