ყვითელი ამბები

ლიზა იასკო გიული ალასანიასთან ერთად პირველად გამოჩნდა – რადას დეპუტატი ფოტოებს აქვეყნებს

Sputnik
უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან ერთად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა შეხ­ვედ­რე­ბის­თვის კი­ევ­ში ჩა­ვი­და.
იასკოს თქმით, ისინი ერთად შეხვდნენ უკ­რა­ი­ნის ომ­ბუდსმენს ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვას და უკ­რა­ი­ნის იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს დე­ნის მა­ლი­უს­კას, რადგან, პირ­ველ რიგ­ში, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას სურს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლად და უსაფრ­თხოდ იყოს და, რო­გორც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, დაბ­რუნ­დეს უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან მას სა­ქარ­თვე­ლო­ში კლა­ვენ.
როგორც იასკო წერს, დღეს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­დამ­წყვე­ტად უნდა იმოქ­მე­დონ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად, რადგან დრო იწუ­რე­ბა და ნებისმიერ წუთს შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს.
ლიზა იას­კომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექ­ს-პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც სააკაშვილი ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და ერთ ოჯა­ხს წარმოადგენენ. მალევე რა­დას დე­პუ­ტა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და მე­უღ­ლე ცი­ხე­ში არა­ერ­თხელ მო­ი­ნა­ხუ­ლა.
„გათხოვებას აპირებდა, მაგრამ გამოჩნდა სააკაშვილი...“ – ვინ მიატოვა ლიზა იასკომ?
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ხი­დან კი­დევ ერთხელ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა მისი და ლიზას თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ექ­ს-პრე­ზი­დენ­ტის მშობ­ლე­ბი ახა­ლი რძლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობ­დნენ. ჟურ­ნა­ლის­ტებთან სა­უბ­რი­სას გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ლიზა იას­კოს არ იც­ნობ­და.
„მიშა და სანდრა დაშორდნენ“– ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ
მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლიზა იას­კომ უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მან და მიხეილ სააკაშვილმა მაშინ დაიწყეს ურთიერთობა, როდესაც ის და სანდრა რულოვსი უკვე დაშორებული იყვნენ.