ყვითელი ამბები

ალექსანდრა პაიჭაძეს და დავით კოდუას ქალიშვილი ეყოლათ – ნახეთ რა დაარქვეს გოგონას

Sputnik
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე დედა გახდა. მოდელმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ ამცნო ეს სასიხარულო ამბავი საზოგადოებას და გოგონას სახელიც გაამხილა. წყვილმა პირველ საერთო შვილს ვიქტორია დაარქვა. ირკვევა, რომ ალექსანდრამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა.
ალექსანდრამ რამდენიმე კვირაა, რაც გაამხილა, რომ უკვე ორი წელია ბიზნესმენ დავით კოდუასთანაა ურთიერთობაში და მალე დაქორწინებასაც აპირებენ. დღემდე ამ თემაზე საჯარო განხილვა არ წყდება, რადგან კოდუა ოფიციალურ ქორწინებაშია ნათია გედევანიშვილთან, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავს.
დავით კოდუა ცნობილი ბიზნესმენი და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყოფილი მა­ღალ­ჩი­ნო­ს­ნის ერეკლე კოდუას ძმაა, რომელიც, თავის მხრივ, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარია.