აჭარაში ციტრუსების საადრეო ჯიშების კრეფა დასრულდა

წელს აჭარაში 70 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.
Sputnik
თბილისი, 4 ნეომბერი — Sputnik. აჭარაში ციტრუსების საადრეო ჯიშების კრეფა დასრულდა. მოსავლის აღების პირველი ეტაპი სექტემბერში დაიწყო, იუწყება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, წინა წელთან შედარებით მოსავლის მოცულობა იზრდება, რადგან ყოველწლიურად ხდება ახალი ბაღების გაშენება საადრეო მანდარინის ჯიშებით.
საქართველოდან ექსპორტზე მანდარინის რეკორდული რაოდენობა გავიდა
რაც შეეხება ფასს, იგი 1,5 ლარიდან იწყება და ხარისხის მიხედვით იზრდება. აჭარაში ძირითადად რამდენიმე ჯიშის საადრეო მანდარინია გავრცელებული – „ტიახარა უნშიუ“ (საერთო მოსავლის 60%), „იკიციუ ვასე, ნიჩინანი“ (20%), „მიჰო ვასე“ (10%) და „კოვანო ვასე“ (10%).
31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ჯამში 245 ტონამდე საადრეო ჯიშის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.