ამსტერდამში უპილოტო წყლის ტაქსი გამოჩნდა – ვიდეო

მართვის სისტემა Roboat უპილოტო ავტომობილებში გამოყენებული სისტემის ანალოგია. ნავი გათვლილია უწყვეტად 10 საათის განმავლობაში მუშაობაზე.
Sputnik
ნიდერლანდის დედაქალაქ ამსტერდამში უპილოტო წყლის ტაქსი Roboat III გაუშვეს.
უპილოტო აპარატს შეუძლია ერთდროულად ხუთი ადამიანის გადაყვანა, ან 1500 კგ ტვირთის გადატანა.
უპილოტო წყლის ტაქსი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ამსტერდამის მოწინავე საქალაქო გადაწყვეტილებების ინსტიტუტის თანამშრომლებმა და ინჟინრებმა შექმნეს.
პირველი მოდელი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს შემუშავდა, ახლა გაცილებით გაუმჯობესებულია და სრულფასოვნად გაუმკლავდება ტაქსის ფუნქციების შესრულებას.