თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბახტრიონის, კოსტავას, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და იყალთოს ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, ინტენსიფიკაციის, ცაცხვების, ბახტრიონის, კოსტავას, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ), ჯუღელის, სანაპიროს, ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ფხოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, პუშკინის, ვეკუას, ხაზინის, ათონელის და ფურცელაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბანაკოს დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, პაპიაშვილის, თანდაშვილის, ძევერის, ზურაბიშვილის, ლეხ კაჩინსკის, დოესის, კოშკოვანის, გარეკახეთის, ნორისის, აწყურის, კობარეთის, შორაპნის, ცუცხვათის, ზინდისის, შირაქის, დოლაბაურის, ბოჭორმის, უჯარმის, პატარძეულის, გელოვანის, კაჭარავას, კაკულიას და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, იორის, თამაზ პაპიაშვილის, ჯორჯ ბუშის, გუჯარეთის, ალექსანდრე თანდაშვილის, დაისელის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილის მასივის II მიკროაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.