თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგით დაფიქსირდა შველი ხავერდოვანი რქებით. ფოტო დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.
შველი ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. რაც უფრო დიდია რქები, მით უფრო ადრე ხდება მისი მოცვლა.
შვლები გაზაფხულზე გვირგვინოვან რქებს იცვლიან და ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო ლამაზი, ფართოდ გაშლილი და დატოტვილი რქებით ეგებებიან.
ახალი რქების ზრდის დროს ხავერდით დაფარული რქები ნაზი და მგრძნობიარეა.