საქართველოს პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა

საქართველოს პატრიარქსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა, იუწყება „პირველი არხი“.
პატრიარქი და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
არჩევნები 2021
საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე აირჩია
ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა იყო შეხვედრის მიზეზი და რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს. ჯერჯერობით უცნობია რომელ საათზე დაიწყება სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი.
ასევე უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება.