მსოფლიო დღეს

ნიუ-იორკს ახალი მერი ჰყავს – მეორე ფერადკანიანი ქალაქის ისტორიაში

Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. ნიუ-იორკის მერის არჩევნებში დემოკრატმა ერიკ ადამსმა ხმათა დაახლოებით 67%-ით გაიმარჯვა, იუწყება USA Today.
მისმა რესპუბლიკელმა ოპონენტმა კერტის სლივამ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 29% მიიღო, უკვე აღიარა მარცხი. დანარჩენი შვიდი კანდიდატიდან ვერც ერთმა ხმათა 3%-ის მოგროვებაც ვერ შეძლო.
ყოფილი პოლიციის კაპიტანი ერიკ ადამსი ნიუ-იორკის ისტორიაში მეორე შავკანიანი მერია. ქალაქის თავის მოვალეობის შესრულებას ის 2022 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.
როგორც ადამსმა განაცხადა, მის გამარჯვებასთან ერთად დადგა დრო, რომ „ნიუ-იორკს ახალი მიმართულება მიეცეს“.
61 წლის ადამსი ბრუკლინში დაიბადა და ქუინსში გაიზარდა. ყმაწვილობისას ის პოლიციის განყოფილებაში სცემეს, რამაც გაუღვიძა კიდეც სურვილი, თავად გამხდარიყო პოლიციელი.
როგორც წინასაარჩევნო პროგრამაში აცხადებდა, ერიკ ადამსი აპირებს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს იმას, რომ ნიუ-იორკი გახდეს უსაფრთხო ქალაქი და ამასთან ბიზნესისთვის მოსახერხებელიც.
ამასთან მომავალ მერს სურს, რომ ნიუ-იორკის პოლიციის უფროსი, პირველად ისტორიაში, ქალი გახდეს.